ჩვენ შესახებ
ნატურალური გემოს დაბრუნება
სწრაფად განვითარებად სამყაროში ბუნებრიობა არა მხოლოდ ტენდენცია, არამედ აუცილებლობაცაა! 2022 წელს დავაარსეთ მეურნეობა „საგულეთი“, იმ სურვილით შთაგონებულებმა, რომ დაგვემზადებინა არა მარტო უმაღლესი ხარისხის, არამედ ისეთი საკვები, რომელიც დაგვაკავშირებდა ჩვენს ფესვებთან.
„საგულეთი“ ჩვეულებრივ მეურნეობაზე მეტია. ჩვენ ვცდილობთ ზუსტად ისე დავამზადოთ პროდუქტები, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ წლების წინ: ზედმეტი დანამატების გარეშე, ბუნებრივი ნედლეულით, ბუნებისა და ტრადიციებისადმი პატივისცემით.

რა გვხდის უნიკალურს?
ხელით დამზადებული ყველი
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე აღჭურვილობას, რომელიც არა მხოლოდ სისუფთავის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ყველის ბუნებრივი თვისებები და გემო. ამავდროულად, „საგულეთის“ ყველი მზადდება ხელით, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტულია პროდუქტის ნატურალურობა და უნიკალურობა. ყველი მის ბუნებრივ ქერქში მწიფდება. იგი არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებსა და საღებავებს. თითოეული თავი ყველი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. ზოგიერთ სახეობას ვაწარმოებთ მხოლოდ სეზონურად, მცირე რაოდენობით, მათთვის, ვინც აფასებს ყველის ნატურალურ და სრულყოფილ გემოს.
მთის ნაკადულის კალმახი
ჩვენი კალმახი იზრდება მთის ნაკადულის სუფთა წყალში, ანტიბიოტიკებისა და ზრდის ჰორმონების გამოყენების გარეშე, რაც უზრუნველყოფს თევზის ბუნებრივ ხარისხსა და მდიდარ გემოს. გარდა ამისა, გთავაზობთ გურმანების ნამდვილ დელიკატესს – კონსერვანტების გარეშე, ბუნებრივად დამარილებულ კალმახის ხიზილალას.
ბუნებრივი თვისებებით მდიდარი თაფლი
ჩვენი საფუტკრე 20 სკისგან შედგება. ჩვენ ვზრუნავთ ფუტკრის თითოეულ ოჯახზე, ამიტომ სკები განთავსებულია მაგისტრალისა და ქიმიური საშუალებებით დამუშავებული ბაღებისგან მოშორებით. მიღებული თაფლი არ იფილტრება და არ ცხელდება, შესაბამისად, მასში შენარჩუნებულია ბუნებრივად სასარგებლო თვისებები, ტექსტურა და მდიდარი გემო.
ქართული ტრადიციული რძის პროდუქტები
ჩვენი მაწონი მზადდება მხოლოდ ქართული ტრადიციული რეცეპტით – ენდემური კულტურების გამოყენებით. ასევე ვაწარმოებთ კიდევ ერთ უნიკალურ, ქართულ პროდუქტს – ერბოს, რომელიც გამოირჩევა თავისი მდიდარი გემოთი, დახვეწილი არომატითა და მრავალფეროვნებით. მას ხშირად იყენებენ კულინარიაში და წარმოადგენს ქართული ტრადიციული კერძებისთვის ერთ-ერთ შეუცვლელ ინგრედიენტს.
ნატურალური ხორცი და დელიკატესები
„საგულეთის“ ფერმის ცხოველები იზრდებიან ბუნებრივ გარემოში – ატენის ხელუხლებელ საძოვრებზე, რომელიც გარშემორტყმულია მთის წყლებით, სუფთა ჰაერითა და მწვანე მდელოებით. ხორცის უმაღლესი ხარისხი და მისი ტრადიციული მეთოდით შებოლვა ჰქმნიან განსაკუთრებულ გემოს, რომელიც აღარ საჭიროებს დიდი რაოდენობით სანელებლის დამატებას.
