დაბრუნების პირობები
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის შეკვეთით რომელიმე პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი, კომპანია იტოვებს უფლებას, მომხმარებლის დასრტურის საფუძველზე და მასთან შეთანხმებით, მოახდინოს შეკვეთით გათვალისწინებული პროდუქციის სხვა ალტერნატიული პროდუქტით ჩანაცვლება.
- იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთით გათვალისწინებულ მიწოდებულ პროდუქტს აღმოაჩნდა ნაკლი/წუნი, მომხმარებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს ნაკლის/წუნის მქონდე პროდუქტის ახლით ჩანაცვლება ან ნაკლის/წუნის მქონე პროდუქტის ღირებულების ანაზღაურება. თავის მხრივ, მიუხედავად მომხმარებლის მოთხოვნისა, კომპანია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულისამებრ, მოახდინოს მხოლოდ ნაკლის/წუნის მქონე პროდუქტის ღირებულების მომხმარებელზე ანაზღაურება.
- იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთით გათვალისწინებულ მიწოდებულ პროდუქტს აღმოაჩნდა ნაკლი/წუნი, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას წარუდგინოს კომპანიას შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულება (ფოტო-ვიდეო მასალა), წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ ჩაანაცვლოს ახლით ან/და არ აუნაზღაუროს მომხმარებელს ნაკლის/წუნის მქონე პროდუქტის ღირებულება.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის კონკრეტული შეკვეთიდან გამომდინარე კომპანიას უწევს მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება, კომპანია მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების დადასტურების მომენტიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;

